მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ, პირველად ისტორიაში, ორგანიზაციის ლიდერად პირველი ქალი და პირველი აფრიკული წარმოშობის ადამიანი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნიგერიელი ეკონომისტი, ნგოზი ოკონჯო-იუეალა, 66 წლისაა.
ახალმა დირექტორმა, ორგანიზაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, როდის შეუდგება მუშაობას და დაიწყებს რეფორმებს ორგანიზაციის წესების შეცვლისა და უფრო მეტი მოდერნიზებისთვის.
"მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, არა მხოლოდ როგორც ქალს და აფრიკელს, არამედ ნდობისთვის, რომელიც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას გამოუცხადეთ",- თქვა ნგოზი ოკონჯო-იუეალამ.
როგორც ნოზი ოკონჯო-იუეალამ აღნიშნა, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი Covid-19 იქნება. მათ შორის "კოვაქსის" და "აქტის" პლატფორმების უფრო სწრაფად და გამართულად მუშაობა.