რეგიონული გამოცემა "ინფო რუსთავი" წერს, რომ უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩებში, საავტომობილო გზებზე მომატებული წყლის ნაკადებია. დატბორილია ლეონიძისა და შარტავას გამზირები, მესხიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩები, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია.
სატრანსპორტო საშუალებები შეფერხებით გადაადგილდებიან.