თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ის, თუ რას ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული.
განახლება: შსს-ს ცნობით, არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.
საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებით, შენობა, რომელსაც ცეცხლი, გაუჩნდა ეროვნული არქივის საკუთრებაში იყო. ეროვნულ არქივში განაცხადეს, რომ ხსენებული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე ნაგებობა იყო.
„საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა,“ - ნათქვამია ეროვნული არქივის განცხადებაში.