სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს მოსკოვის საპროტესტო ნოტა მოჰყვა

სომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რაც რუსეთის განცხადებით, „ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს უკავშირდება.“


რუსული მედიის თანახმად, სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემაზე, ასევე, ქვეყანაში სამხედრო წვრთნებზე შეერთებული შტატების მონაწილეობით.


გარდა ამისა, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას და მთლიანად, სამინისტროს მიმართ „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო. ასევე, სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს ბლოგერის, მიქაელ ბადალიანის და „Sputnik სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორკიანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავების გამო.


 

ვრცლად გაეცანით Europetime-ის მასალას სომხეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით: