თვითმხილველების ინფორმაცით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა და არასრულწლოვანს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვმა ნეკნები დაიზიანა.
შემთხვევას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. მათი ინფორმაციით მოზარდი, კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელის წაქცევა დიდთოვლობამ გამოიწვია.
"დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია წყნეთში. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.