რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული უპილოტო თვითმფრინავის ახალი ფრაგმენტები აღმოაჩინეს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.
პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი განაცხადა, რომ ფაქტი რუმინეთის საჰაერო სივრცის მიუღებელ დარღვევაზე მიუთითებს.
რუმინეთმა მომხდარის შესახებ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს აცნობა. ალიანსმა ბუქარესტს სოლიდარობა გამოუცხადა.
რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ფრაგმენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეორედ იპოვეს.