პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა. საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ წასულა

კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.

საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

მისი თქმით, კომიტეტის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს.