ბრაზილიის პრეზიდენტი: თუ ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად ჩამოვა, არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა მიიჩნევს, რომ 9 სექტემბერს დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეა არის ადგილი, სადაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

`ჩვენ გვექნება გაეროს გენერალური ასამბლეა 19 სექტემბერს. ეს არის ადგილი ომის განსახილველად. ეს არის ადგილი მშვიდობის განსახილველად. ეს არის ადგილი, პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად," - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.


სილვას თქმით, ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება.

„მიმაჩნია, რომ პუტინი ადვილად წავა ბრაზილიაში. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ მე ვიქნები ბრაზილიის პრეზიდენტი და ის ბრაზილიაში ჩამოვა, არ დააპატიმრებენ," - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.