ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს 17:00 საათზე რესტორატორებს შეხვდება. ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი ინფორმაცით, განსახილველ საკითხებს შორის იქნება რეგულაციები, რომელთა დაცვა რესტორნებს მოუწევთ.
შოთა ბურჯანაძის თქმით, 15 თებერვალს გამართული შეხვედრა სამუშაო იყო, ხოლო დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე იქნება ორიენტურებული.
„ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნება რესტორნებისთვის განკუთვნილი რეგულაციები და ასევე, დარგის ეტაპობრივი გახსხნის გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რესტორნებმა შიდა სივრცეების ამოქმედებაც შეძლონ, რადგან დღეისთვის მიღებული გარე სივრცეების გახსნის გადაწყვეტილება, მინიმალურია. მნიშვნელოვანია, ასევე, კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევის და შაბათ-კვირას ამოქმედების საკითხიც“, - აცხადებს ბურჯანაძე.
ცნობისთვის, რესტორატორები ორშაბათს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ნადარეიშვილს, ბიზნესომბუდსმენსა და შრომის ინსპექციის უფროსს შეხვდნენ.