ბაიდენი ვიეტნამშია

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამში ჩავიდა. მან Twitter-ზე დაწერა, რომ სჯერა, ეს ვიზიტი ისტორიული იქნება.

აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO 21 აგვისტოს წერდა.

მედია ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მცდელობას უწოდებს.

„ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ხსნის კარს უფრო მჭიდრო დიპლომატიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის ყოფილ მტერთან - და ჩინეთის მეზობელ - ჰანოისთან“, - წერს Politico.


„ვიეტნამი არ უერთდება აშშ-ის ჩინეთის წინააღმდეგ... ისინი სიამოვნებით აუმჯობესებენ ურთიერთობებს აშშ-სთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებენ -  გააგრძელებენ პოზიციონირებას ძალიან ფრთხილად,” - განაცხადა სკოტ მარსიელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რომელმაც ჰანოიში 1993 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ოფისი გახსნა.

ახლა აშშ ჰანოის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.