აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენი თქმით, ყველა ამერიკელი Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ივლისის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
”ივლისის ბოლოს ვაქცინის 600 მილიონზე მეტი დოზა გვექნება, რაც საკმარისია თითოეული ამერიკელის ვაქცინაციისთვის”, -განაცხადა ჯო ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მისი გაპრეზიდენტების დროს, ვაქცინის მხოლოდ 50 მილიონი დოზა იყო ხელმისაწვდომი.
აშშ-ისპრეზიდენტმა განმარტა, რომ ვაქცინის ინექციის მიღების ერთ- ერთი მთავარი დაბრკოლება ვაქცინატორების ნაკლებობაა. ბაიდენის თქმით, მან უკვე გამოსცა ბრძანება ვაქცინატორების რაოდენობის გაზრდის შესახებ.