აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის განცხადებით, უკრაინას 6 კვირა აქვს, ვიდრე ამინდის ცვლილება მის კონტრშეტევას შეაფერხებს.
მარკ მილის შეფასებთ, წვიმა და ტალახი საბრძოლო უნარიანობაზე გავლენას მოახდენს.
„ჯერ კიდევ არის დარჩენილი გონივრული დრო, ბრძოლისთვის ხელსაყრელი ამინდი ალბათ, დაახლოებით 30-დან 45 დღემდე იქნება,“ - ამბობს მილი.
- უფრო ვრცლად გენერალ მილის და ბრიტანელი ადმირალის, ტონი რადაკინის მოსაზრებებს ამ ბმულზე გაეცანით.