ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე დაკავებულ ბაბუას. 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურამ პატიმრობა მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლისა და ზემოქმედების საფუძველზე მოითხოვა.

პროცესს მხარეები ონლაინ დაესწრნენ.

გამოძიება 75 წლის სოლომონ ცეცხლაძეს სამ ეპიზოდში სდებს ბრალს - მან არასრულწლოვან შვილიშვილზე ორჯერ, დეკემბერსა და იანვარში ფიზიკურად იძალადა. მესამე ეპიზოდში კი არასრულწლოვანს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მოტივია ის, რომ მან ტაკიძის მიერ განხორციელებული ქმედება ღირსების შელახვად მიიჩნია.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალი დაუსაბუთებელია. როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკავებული მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს, რომელიც ჩადენილია 2020 წლის დეკემბერში. დაცვის მხარემ მოსამართლეს 10 000 ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.

მომავალი სასამართლო სხდომა 6 აპრილს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ამავე დღეს არის ნინი ცეცხლაძის საქმეზე დაკავებული 23 წლის ნიკა ტაკიძის პროცესიც. მას გამოძიება არასრულოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.