როგორია ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.


„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.


ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი.


ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 11 და 13 სექტემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, 12 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა.


ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 11 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,ომალო) 11 სექტემბერს უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.