ისრაელის დაზვერვა ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების გეგმის ჩაშლას აანონსებს

ირანი აპირებს, რუსეთს გადასცეს მცირე და შორი დისტანციის რაკეტები, რომლებსაც თეირანი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ყიდის. ამის შესახებ ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, დევიდ ბარნეამ განაცხადა, ოფიციალური პირის თქმით, მიმდინარე ომის ფონზე ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების ასეთი გადაცემის წინა მცდელობები ჩაიშალა. „მე მაქვს განცდა, რომ მალე მეტი გარიგება ჩაიშლება. ბარნეას დეტალები არ დაუკონკრეტებია.


„ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსები ირანელებს სანაცვლოდ გადასცემენ იმას, რაც მათ აკლიათ, მოწინავე იარაღს, რომელიც, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მშვიდობას და შესაძლოა აქ არსებობასაც კი,“ - განაცხადა ბარნეამ.

ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მსოფლიო ძალებთან პოტენციურ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას, ბარნეამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მაღალ მზადყოფნაში იყვნენ.

„ირანის ცნობილი ამბიციები და მისი განხორციელების წარსული მცდელობები მოითხოვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება იყოს მაღალ მზადყოფნაში და აჩვენოს მტკიცე გადაწყვეტილება ამ ამბიციების ჩასაშლელად,“ - განაცხადა ბარნეამ.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ირანის მიერ რუსებისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ ამჟამად დაუდასტურებელია. კიევი და დასავლეთი ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში დიდი ხანია, ადანაშაულებენ.