Washington Post-ის ცნობით, მოსკოვი ირანული დრონების საკუთარი ვერსიის შექმნაზე მუშაობს

Washington Post-ის თანახმად, გაჟონილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ირანული დრონის საკუთარი ვერსიის წარმოების „გეგმებში პროგრესს მიაღწია“

დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ აყალიბებს რუსეთი საწარმოო ხაზს რუსეთის თათარსტანის რეგიონში და მიზნად ისახავს 2025 წლის ზაფხულისთვის 6000 თავდასხმის დრონის შექმნას, უფრო დიდი მასშტაბის, უფრო მომაკვდინებელი თვითმფრინავების წარმოებისთვის.


The Washington Post-ი წეს, რომ დოკუმენტები 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის დასაწყისამდე თარიღდება. გამოცემის ცნობით, ინფორმაციამ გაჟონა ალაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მიმდინარე პროექტის მონაწილე პირისგან, რომელიც უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგება.


16 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ცნობებში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა დიდი ალბათობით დაიწყეს შიდა წარმოების დრონების განლაგება ირანული თვითმფრინავების დიზაინზე დაყრდნობით.


„შიდა წარმოება საშუალებას მისცემს რუსეთს, უფრო სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს კამიკაძე-დრომების, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმებისთვის გამოიყენებს. თუმცა, მოსკოვი ამჟამად ჯერ კიდევ არის დამოკიდებული კომპონენტებზე და სრულ იარაღზე, რომელიც ირანიდან იგზავნება, ძირითადად კასპიის ზღვის გავლით,“ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ცნობებში.


FT-ის წყაროების თანახმად, ვაშინგტონმა კატარსა და ომანში მიმდინარე წელს არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს, თეირანს მოსთხოვა, შეწყვიტოს თვითმფრინავების რუსეთისთვის მიყიდვა.

The Washington Post-ის თანახმად, აშშ-ის მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის მკვლევრებმა გაჟონილი დოკუმენტები შეისწავლეს და განაცხადეს, „პროექტი სულ მცირე ერთი თვით ჩამორჩება დაგეგმილ გრაფიკს."


ცნობილია, რომ დასავლეთი დრონების მწარმოებელი ირანული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. აშშ მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად, მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ დგას.


ირანმა პირველად გასული წლის დეკემბერში აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.