თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება.
სასამართლოს სხდომაზე ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.