რომის პაპის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი სამშაბათს, 12 სექტემბერს, პეკინში დიპლომატიური მისიით გაემგზავრება, რათა უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევას დაეხმაროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
შეგახსენებთ, რომის პაპის წარმომადგენელი უკრაინას 5-6 ივნისს ეწვია.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე მან უკრაინაში არსებული ვითარება და ჰუმანიტარული თანამშრომლობა განიხილა, როგორც სამშვიდობო ფორმულის განხორციელების ნაწილი. გარდა ამისა, კარდინალი ზუპი რუსეთს ივნისის ბოლოს ეწვია.
17-19 ივლისს ის ვაშინგტონშიც ჩავიდა „უკრაინაში მშვიდობის ხელშეწყობის მისიის ფარგლებში.“
კარდინალი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შეხვდა. ორივე მხარემ განიხილა წმიდა საყდრის ძალისხმევა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, ასევე, ვატიკანის „ადვოკატირება“ იძულებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.