ეკონომიკის მინისტრი: კომენდანტის საათი ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათის გახანგრძლივების მომხრეა.

მისი თქმთ, მოთხოვნა იმისა, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, არაადეკვატურია.

მე ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს და სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა დავუშვათ ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ასეთ დროს რადიკალური მოთხოვნა იმისა, რომ ამდენი რამ რომ გახსენი, ბარემ ყველაფერი გახსენი, ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული პოზიცია. გვესმის, რომ ყველას საკუთარი ბიზნესი სტკივა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა ვართ პასუხისმგებელი მთელ საზოგადოებაზე, ყველას ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა თურნავამ.