საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 50 ლარით დაჯარიმდება.
ცნობისთვის, როგორც ღია, ისე დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა პირველ ჯერზე 20 ლარით ჯარიმდება.