ენტონი ფაუჩი: გრიპის აცრის მსგავსად, შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურად დაგვჭირდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ენტონი ფაუჩის განცხადებით, მეცნიერები უკვე მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტის მიმართ ეფექტური იქნება.

თუმცა, მისი თქმით, გრიპის აცრის მსგავსად, შესაძლებელია, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად გამოყენება გახდეს საჭირო.

„იმედი გვაქვს, შეგვიძლია ეს კონკრეტული აფეთქება და ყველა მისი განშტოება მთელ მსოფლიოზე იმგვარად შევაკავოთ, რომ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის ციკლური მონაცვლეობა არ მოხდეს. ასე, რომ თქვენ ყოველ წელს განსხვავებულად უნდა უპასუხოთ მას", - აცხადებს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი.