რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ოლეგ სალაგაი დანიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე დაუშვა. დანიაში რუსეთის საელჩომ მომხდარი დაგმო და დანიის ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
„12-14 სექტემბერს კოპენჰაგენში იმართება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო სახელმწიფო მდივანს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თუმცა მას კასტრუპის აეროპორტში, დანიაში შესვლაზე უარი განუცხადეს,“ განაცხადა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ დანიის საგარეო უწყება საკითხს სწავლობს. შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს ვლადიმერ ბარბინს აცნობა, რომ კოპენჰაგენში საელჩოს პერსონალი უნდა შემცირდეს.
კოპენჰაგენში დარჩენას მხოლოდ ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს 20 ტექნიკური თანამშრომელი შეძლებენ.
რუსეთის დიპლომატებს სამუშაოს შეწყვეტა და კოპენჰაგენის დატოვება არაუგვიანეს 29 სექტემბრისა მოუწევთ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობას რუსეთში ევროპის მრავალი ქვეყანა ამცირებს. ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომლის საელჩომაც მოსკოვში მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანად შეაჩერა.