რუსეთში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში არ შეუშვებენ

13 სექტემბერს, დილის 10 საათიდან, ესტონეთი ქვეყანაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლას აკრძალავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს წახნამ Twitter-ზე დაწერა.

„დღეიდან, ესტონეთი კრძალავს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას,“ - წერს მინისტრი.


ამით ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს რუსული სანომრე ნიშნების მქონე კერძო მანქანების ევროკავშირში შეშვება ეკრძალებათ. ლიეტუვამ ასევე განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული რეგისტრაციის მქონე მანქანების დაშვებას, გარდა იმ მანქანებისა, რომლებიც ტრანზიტით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონში. ლიეტუვის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ ლატვიამაც გამოაცხადა.