სომხეთი ICC-ის რომის სტატუტის სრულად რატიფიცირებას მოახდენს - ფაშინიანი

სომხეთი სრულად მოახდენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 13 სექტემბერს, პარლამენტში განაცხადა.

„მთავრობამ რომის სტატუტი გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას და ჩემი და ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ის სრულად იქნება რატიფიცირებული. ამას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან, ეს ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება მარტში დაამტკიცა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. მისი დაკავების ვალდებულება ექნებათ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რომის სტატუტი მოქმედებს.