ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

2021 წლის 16 თებერვალს, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლის პალატამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი. ინფორმაციას Navalny ავრცელებს.

როგორც ევროპული სასამართლოს დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ზომა დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.