ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.


„მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს და მის გუნდს, ასევე ბულგარელ პარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს. ბულგარეთი არის ნამდვილი სოლიდარობის მაგალითი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


ივნისში, ევროკავშირი ხუთ წევრ სახელმწიფოში მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვას დაეთანხმა. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დასახელდა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებზე ფასების ვარდნის მიზეზად უკრაინული მარცვლეულის იმპორტს ასახელებენ.