სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კიევში ოფისი გახსნა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) კიევში საველე ოფისი გახსნა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა განაცხადა.

კოსტინის თქმით, ოფისი შეიქმნა იმისათვის, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანობა გაიზარდოს.


ენერალური პროკურორის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი საველე ოფისი ჰააგის ფარგლებს გარეთ.

სასამართლოს საერთო ჯამში შვიდი საველე ოფისი მთელ მსოფლიოში.