აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რეგიონიდან აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება ფუზულის რეგიონში გაიმართა და ალიევი მას მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო.
თურქული სააგენტო Anadolu წერს, რომ 100-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი ქალაქ ჰორადიზს აღბანდთან დააკავშირებს, რომელიც სომხეთის საზღვართან მდებარეობს.
სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სავარაუდოდ ორი წელი დასჭირდება.