პრემიერ-მინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. 
არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია. 
 
„ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.