ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: ეუთოს ვალდებულებების განხორციელების მიზნით, ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ან ლინდემ საქართველოში ვიზიტზე Twitter-ზე დაწერა.

„კონსტრუქციული საუბრების და ღირებული შეხვედრების შემდეგ, თბილისი დავტოვე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქართველ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ვალდებულებების განხორციელების მიზნით“, - წერს ან ლინდე.

მან პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებაც დაწერა.

„ჩვენი პრიორიტეტი მშვიდობა და უსაფრთხოებაა. პროცესებში ქალთა როლის გაძლიერება მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, საქართველო განაგრძობს, იყოს კარგი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის“, - წერს შვედი დიპლომატი.