სტოლტენბერგი: უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება.

უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვი არ არის, უკრაინა საბოლოოდ NATO-ში იქნება“.

„ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.“ როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია შეიძლება, განმეორდეს,“- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.


„ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.