17 სექტემბერს ერევანში ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ირჩევენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველ წინასწარი შედეგებს სავარაუდოდ, შუაღამისას გამოაცხადებს. სომხური მედიის ცნობით, ეს პროცესი 18 სექტემბრის დილამდე გაგრძელდება. პარტიული სიების ლიდერები ერევნის მერის პოტენციური კანდიდატები არიან. თუ პოლიტიკური პარტია მოახერხებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას (33), მისი წარმომადგენელი კანონის ძალით, ანუ მექანიკურად, ერევნის მერი გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პოლიტიკური კოალიციების შექმნის პროცესი. ერევნის უხუცესთა საბჭოს 65 ადგილისთვის 13 პოლიტიკური პარტია და ერთი ბლოკი იბრძვის.
ერევანში ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 825 ათასია. ისინი მთელი ქვეყნის ამომრჩევლების თითქმის მესამედს შეადგნენ. მმართველი - „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“ ერევნის მერობის კანდიდატია მოქმედი ვიცე-მერი, ტიგრან ავინიანი. მის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ ერევნის ყოფილ მერს - აიკ მარუთიანს პარტიიდან - „ეროვნული პროგრესი“.