ამერიკელი მსახიობი, ჯონ მალკოვიჩი ჯანმრთელობის პრობლემის გამო, თბილისში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებს. ინფორმაცია საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის Facebook გვერდზე განთავსდა.
მალკოვიჩი თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ელოდებოდნენ.
მას გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, 7-8 ოქტომბერს სპექტაკლ - „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში" უნდა ეთამაშა.