უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა.