საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები ცნობილია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 005.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტია - აქედან ექსპორტი 4 079.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 925.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით).


„საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 5 846.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.

„2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 644.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 225.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 190.1 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 944.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 686.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 240.0 მლნ. აშშ დოლარი).


2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ამასთან, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 567.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა სომხეთი 552.3 მლნ. აშშ დოლარითა და მესამეზე –  რუსეთი 461.4 მლნ. აშშ დოლარით.


რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 644.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 225.5 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 190.1 მლნ. აშშ დოლარით.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით.


საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 716.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით.


წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 079.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 47.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 22.1 პროცენტით შემცირდა და 1 930.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.


უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი – 365.1 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 262.5 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 223.9 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 406.6 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 168.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 114.9 მლნ. აშშ დოლარით.