ზელენსკი გაეროში: ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს, მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო ახსენა.

  • „სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა.

რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელორუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ. გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება, დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.