საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 პირი.