ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა.

ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. სესია სიტყვიერი დაპირიპირებით დაიწყო.

მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მითითებით, სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს.


„ყველა ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუს-ით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას" მივმართავ, თქვენ ახლა იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს," - განაცხადა ვაშაძემ.


ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ არმაზ ახვლედიანი რჩება.