კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.
„კონსერვატორიაში რეფორმაა ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენ სტუდენტებს, რასაც ის სამწუხაროდ ვერ ახერხებს.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო, იბოძო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს იქ ზოგიერთი საქმიანობას და ეგონოს, რომ მინისტრის არაფერი არასდროს არ ეკითხება ვციტირებ," - განაცხადა წულუკიანმა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძე ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს.