"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიცია მივიდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისსი პოლიცია მივიდა. მათ ნიკანორ მელიასთვის სასამართლო განჩინების გადაცემა უნდოდათ.

ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პოლიციელებს უთხრა, რომ მისთვის ჩაებარებინათ განჩინება, მაგრამ არ ჩააბარეს.

პოლიცია შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფი აქტივისტები ამის უფლებას არ აძლევდნენ.

მას შემდეგ რაც მელიას მხარდამჭერებმა სამართალდამცველები ოფისში არ შეუშვეს, მათ ტერიტორია დატოვეს და აღნიშნეს, რომ აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველაზე ზომა, უფრო ვრცელი განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება.

როგორც მელიას ადვოკატი აცხადებს, მან არ იცის , ზუსტად რა დოკუმენტის გადაცემა სურდათ მელიასთვის.