აზიის განვითარების ბანკს საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად ლესლი ბეარმან ლაჰმი დანიშნა. ახალმა დირექტორმა თანამდებობა ოფიციალურად დღეს დაიკავა. 

ლესლი ლაჰმი, მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის რანგში უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებს საქართველოში, გაუძღვება ბანკის თანამშრომლობას მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგიის მომზადების ზედამხედველობა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მრავალმხრივი, მედეგი და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისთვის. 

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში და ხელი შევუწყო ქვეყანასთან ბანკის ძლიერი და მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას,” განაცხადა ლესლი ლაჰმმა. “ADB განაგრძობს ტრანსფორმაციული ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგსა და პრიორიტეტულ რეფორმაში საქართველოს განვითარების ამბიციური დღის წესრიგის განსახორციელებლად.“