ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება Twitter-ზე ვრცელდება.
"ქართული ოცნების მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, დააკავოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების დრამატულ ესკალაციაზე მიუთითებს.
მას შემდეგ რაც „ქართული ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და არ გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი, წამოიწყო ახალი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები 2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ახლა მმართველმა პარტიამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელა და რიგშია საქმეები სხვა პოლიტიკური, სამოქალაქო, თუ მედია ლიდერების წინააღმდეგ.
მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღსანიშნავი და სიმბოლურია, რომ ნიკა მელიას ბრალი დასდეს, შეთითხნილ საქმეში, რაც 2019 წლის 20 ივნისს გამართულ აქციას უკავშირდება. მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მოიწვია სესიის თავმჯდომარედ საქართველოს პარლამენტში.
ყველა ოპოზიციური პარტია მშვიდობიან სოლიდარობას უცხადებს ბატონ მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ სვლას ტოტალური ავტორიტარიზმისკენ", - წერია განცხადებაში, რომელიც Twitter-ში ვრცელდება.