საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.
შეხვედრის სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
პრესსამსახურის ცნობითვე, პრეზიდენტი დღეს, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.