NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა გააგრძელოს.
ხსენებული განცხადება NATO-ს გენმდივანმა ნიუ-ორკში ყოფნისას გააკეთა.
"ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა - აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენმდივნის თქმით, ეს "გაკვეთილი" ჩინეთსაც ეხება.
"მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები," - დასძინა NATO-ს გენმდივანმა.