აზერბაიჯანში თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები, სავარაუდოდ, 3,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების მიზნით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 მილიარდი მანეთის (1,8 მილიარდი დოლარი) ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა იგეგმება.
მისი მიზანია ჯარის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მოდერნიზაცია.