ომბუდსმენი: ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად საგანგაშოა

"ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უკიდურესად საგანგაშოა", - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უკიდურესად საგანგაშოა! არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას დაადასტურებს. იმედი მაქვს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას." - აცხადებს სახალხო დამცველი.