უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე „წარმატებული დარტყმა" დაადასტურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა (Stratcom) პარასკევს დაადასტურა, რომ უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას ოკუპირებულ სევასტოპოლში.

„22 სექტემბერს, დაახლოებით 12 საათზე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული დარტყმა მიაყენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობის შტაბს დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში,“ - წერს Stratcom-ი Telegram-ზე. სევასტოპოლი უკრაინის ნახევარკუნძულის ყირიმის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და 2014 წელს მოსკოვის ძალებმა უკანონოდ მოახდინეს მისი ანექსია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზესა და სხვა ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვაზე.


შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსმა მარიონეტებმა განაცხადეს, რომ "უპრეცედენტო" მასშტაბის კიბერშეტევა დაფიქსირდა. უკრაინული მეციის ცნობით, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში ინტერნეტ სერვისებში შეფერხებები იყო. ამ დროისთვის უცნობია გრძელდება თუ არა კიბერშეტევა.

კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინულმა რაკეტამ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა.


კიბერ ომი უკრაინასთან რუსეთის ომის კრიტიკული ნაწილი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც კი, ისევე როგორც რუსული აგრესიის სხვა მაგალითები ესტონეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. უკრაინამ კიბერთავდაცვის შესაძლებლობეის გაძლიერებაში დიდი ინვესტიცია განახორციელა.