ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ - მედია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) სრულად დააკმაყოფილა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნა და გამოიყენა დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ.


კერძოდ, საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ ევროსასამართლომ მოსთხოვა აზერბაიჯანს, თავი შეიკაოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლებმა გამოიწვიოს კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევა. 


ევროსასამართლომ ასევე გადაწყვიტა, სასწრაფოდ ეცნობოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ამის შესახებ. სომხეთმა სთხოვა ევროსასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ღონისძიება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების შეუქცევადი დარღვევა აზერბაიჯანის მიერ, „მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად.“

წყარო