"დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,"- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან", სასამართლოს მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა არის კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,"- ამბობს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიჩი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.