"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, მის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფაქტს აფასებს.
მისი თქმით, დღეს ნამდვილად არ ელოდა გახარიას გადადგომას და მისი აზრით, ეს მისასალმებელია.
"გახარიას გადადგომა შემთხვევით არ მომხდარა, ბატონმა გახარიამ მეორე ჯერ უარი თქვა თავლების დათხრაზე, დარბევაზე და ძალადობაზე. ივნისის ტრაგედია ძალიან მძიმე დამღად გაყვება მას. ივნისის ღამე ეს არ იყო ჩვეულებრივი ტრაგედია, ჩვენი ერისთვის, მითუმეტეს შეიცავდა სახელმწიფო საფრთხეებს. როგორც ჩანს მეორეჯერ არ გარისკა სისხლისღვრაზე წასვლა და ასეთი ნაბიჯი გადადგა. მისასალმებელია", - განაცხადა ნიკა მელიამ.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს დილით გადადგა. ამის შესახბე მან მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
გუშინ სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა და სამართლადამცველებმა მის დასაკავებლად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლა სცადეს. პარტიულმა აქტივისტებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიოეს და ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს. რის გამოც პოლიციამ შენობა დატოვა.